20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულებს დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან-გახსნილ ანგარიშზე 57 ათას 400 აშშ დოლარია ჩარიცხული

13 ივნისის წყალდიდობისას დაზარალებულების დახმარების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობას აგრძელებს.

გახსნილია სპეციალური საბანკო ანგარიშები, რომლებზეც უკვე ჩაირიცხა 57 ათას 400 აშშ დოლარი.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც საქართველოს დახმარება გაუწიეს.

„თურქეთის რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ტრაპზონის რეგიონულმა ოფისმა მიაწოდა საქართველოს 100 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტის ჰუმანიტარული დახმარება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გაგვიწია დახმარება 100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით,“ - განაცხადა საგანგებო დავალებათა ელჩმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ. 

დღის ამბები