20 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ქონების ანაზღაურება დაზარალებულებისთვის ორი კატეგორიით მოხდება

სტიქიით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების შესახებ მერიასა და დაზარალებულებს შორის შეთანხმების დოკუმენტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების ზარალის ანაზღაურებისას იმოქმედებს ორი წესი.

პირველ კატეგორიაში შევლენ ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ სულადობის მიხედვით. მეორე კატეგორიაში კი შევლენ ადამიანები, რომელთაც ანგარიშზე ჩაერიცხებათ სტიქიამდე თავიანთი ქონების საბაზრო ღირებულების რაოდენობის თანხა.

 „არის შესაძლებლობა იმისა, რომ დაზარალებულმა ოჯახებმა თვითონ აირჩიონ თუ რომელი შეთავაზება სურთ. არის ერთი შეთავაზება, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის სულადობის მიხედვით ოჯახს, შემდეგ სტქიის ზონაში მოხვედრის დადასტურების შემდეგ ჩვენ ამ ოჯახებისგან სრულად გამოვისყიდით სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით მათ უიძრავ ქონებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს არ სურთ ეს შეთავაზება, მათ სრული უფლება აქვთ მუნიციპალიეტეტს მომართონ და უთხრან რომ თანახმა არიან, მოხდეს მათი უძრავი ქოენების საბაზრო ღურებულებით გამოსყიდვა,“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დღის ამბები