“წარმოდგენილი წესი, კვლავ ვერ უზრუნველოყოფს ზიანის სრულ ანაზღაურებას სტიქიით დაზარალებულებისთვის,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად შემუშავებულ დოკუმენტს.
მისი თქმით, პარტია აპირებს, რომ ამ დოკუმენტს მხარი დაუჭიროს, მიუხედვად იმისა, რომ მათი განხადებით ამ დოკუმენტში ბევრი ხარვეზია.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ, იმისათვის, რომ დროულად დაიწყოს თუმდაც იმ მინიმალური დახმარების გაცემა და შემდგომ ვიმუშავებთ, რომ წესში შეტანილი იქნეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ ზარალის სრულ ანაზღაურებას,“ - განაცხადა ირალი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისელების თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი ითხოვს, რომ ანაზღაურდეს ის ავტომობილები, რომლებიც სტიქიამ დააზიანა.
თბილისის საკრებულოში სტიქიით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების შესახებ მერიასა და დაზარალებულებს შორის შეთანხმების დოკუმენტი მიიღეს.