20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
2006 წელს დეპორტირებული ქართველები-გადაიხდის თუ არა კომპენსაციას რუსული მხარე უცნობია

მიიღებენ თუ არა კომპენსაციებს 2006 წელს რუსეთიდან მასობრივად დეპორტირებული ქართველები ამ დრომდე უცნობი რჩება.

სწორედ დღეს ამოიწურა ერთწლიანი ვადა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის კომპენსაციის თანხაზე შეთანხმება უნდა მომხდარიყო.

რუსული მხრიდან ამ დრომდე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

ქართულმა მხარემ კომპენსაციის რაოდენობა დამოუკიდებლად, 70 მილიონ 320 ათასი ევროთი განსაზღვრა. იუსტიციის სამინისტრო შუამდგომლობას სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, აცხადებს, რომ  დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდის თემა გრიგორი კარასინთან არ განუხილავს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ეჭქვეშ აყენებენ საპარლამენტო უმრავლესობაში, უმცირესობაში კი რუსეთის იგნორირებას საქართველოს ხელისუფლების პასიურობას უკავშირებენ.

70 მილიონი ევროს მოთხოვნის შემდეგ რუსული მხარის პოზიციას სტრასბურგის სასამართლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ავტორები: ანა წერეთელი, მარიკა გოცირიძე, ლევან კალანდია. 

დღის ამბები