ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ პრობლემები შექმნა რამდენიმე რაიონში.
პრობლემები სიგნალის გამორთვის შემდეგ რუთავს და ქვემო ქართლის რეგიონს შეექმნა. ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რამდენ ადამიანს აქვს ქართული ტელეარხების პროგრამების ნახვის შესაძლებლობა.
პრობლემების არსებობას ადასტურებენ მარეგულირებლ კომისიაშიც.
ე.წ. სეტ ტოპ ბოქსი, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი ანტენით ციფრული მაუწყებლობის მიღება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნაწილს უფასოდ დაურიგდა, თუმცა საჭირო აპარატურის შეძენა უკვე განვადებითაც არის შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, გავრცელბული ინფორმციით 40 ათასზე მეტი ე.წ. სეთ ტოპ ბოქსია გაყიდული.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მეორე ეტაპი 9 ივლისს განხორციელდება.
სრული მასტაბით ქვეყნის დაფარმა კი 25 აგვისტოს დასრულდება.
ავტორები: ნატა მახვილაძე, დავით მაისურაძე, თაზო თხილიშვილი.