სხვადასხვა პერიოდში ქართულ ფილმებში გამოყენებული კინოკოსტიუმების სასაფალო-ამ დრომდე არ არის შეფასებული რა სიმდიდრეს ინახავს კინოსტუდიის საცავი, სადაც წლების განმავლობაში ყუთებში იყო დალუქული უძველესი რეკვიზიტები.
სტუდია ქართული ფილმი კოსტიუმების გადარჩევას და აღდგენას იწყებს.
სხვადასხვა პერიოდის ქართულ მხატვრულ ფილმებში გამოყენებული კინოკოსტიუმები ქართულ ფილმში ძველი კინოსტუდიიდან არაერთი გადარჩევის შედეგად მოხვდა, თუმცა აღურიცხავ და დაუხარისხებელ სამოსში მნიშვნელოვანი ექსპონატების აღმოჩენას თანამშრომელბი ისევ ელოდებიან.
ავტორები: სალომე ბენაშვილი, ნიკა ლეჟავა.