20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
კასპის მუნიციპალიტეტში ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მოინახულა. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

ასევე დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს უნდა დასრულდეს.

 
დღის ამბები