ბიძინა ივანიშვილს 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის ოჯახი შვილის გადარჩენისთვის დახმარებას სთხოვს. ამ მოთხოვნით ოჯახის ახლობლები დღეს ივანიშბილის სახლთან შეიკრიბნენ.
12 წლის გიორგი ჯიშკარიანს დაუდგენელი ავადმყოფობა სჭირს და მის გადასარჩენად გერმანიაში წასვლა და 50 ათასი ევროა საჭირო.
გიორგი ჯიშკარიანს ანალოგიური დაუდგენელი დაავადებით ორი უფროსი ძმა გარდაეცვალა, სწორედ ამიტომ ოჯახის ახლობლები სთხოვენ ბიძინა ივანიშვლს თავისი რესურსი და კონტაქტები გამოიყენოს გიორგის გადასარჩენად.
აქციის მონაწილეებს ივანიშვილის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც მათ საბანკო რეკვიზიტები და კლინიკის ინვოისი გამოართვა.