20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულებისათვის ზარალის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტს საკრებულო ხვალ დაამტკიცებს

სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესზე ქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე დღეს საკრებულოში იმსჯელეს.

დოკუმენტში არსებულ მუხლებთან საკრებულოს ოპოზიციას შენიშვნები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა მიუხედავად ამისა დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ისინი ხვალინდელ სხდომაზე დოკუმენტის დამტკიცებისას მხარდაჭერას გეგმავენ.

ოპოზიციას შენიშვნები აქვს ზარალის ანაზღაურების ვადებთან, დაუზღვეველი მანქნაების ანაზღაურებასთან და სოციალურად დაუცვლებისათვის სტატუსის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით. 

 
დღის ამბები