20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
შვილების გარეშე დარჩენილი დედა - სამშვილიან ქალს აღსაზრდელად მცირეწლოვანი დაუტოვეს

39 წლის ქალბატონს, 2 უფროსი შვილი ერთი თვის წინ ჩამოართვეს. 16 და 11 წლის მოზარდები გარე ვაჭრობაში მონაწილეობის გამო, მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. დედა გოგონებთან ერთად ხელსახოცებს თბილისის ერთ-ერთ უბანში ყიდდა.

შვილების დასაბრუნებლად ქალბატონს სტაბილური სამსახურის მოძებნას სთხოვენ. ის 14 წელი ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, ახლა კი, უკვე მეხუთე წელია სტაბილურ სამსახურს უშედეგოდ ეძებს.

დედისთვის შვილების დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის წევრები. მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოში შვილების ჩამორთმევის ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, გარე ვაჭრობის გარდა, გოგონებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის რამდენიმე ფაქტს ასახელებენ.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

დღის ამბები