ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს თბილისში ამერიკის საელჩოს ტრიტორიაზე. დღესასწაულის აღსანიშნავად მოეწყო პიკნიკი, სადაც საელჩოს თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ. ტრადიცია უკვე მე-15 წელია არსებობს.
ამერიკის ელჩის რანგში დამოუკიდებლობის დღე საქართველოში ბოლოჯერ აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. ღონისძიება საელჩოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. დღეს 4 ივლისი თბილისში იზეიმეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებმაც, რომლებიც, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წევრებსაც შეხვდნენ და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.