"ვეფხვი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს სტიქიის შედეგად დაკარგული "სალიმაა,"-განცხადება ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულმა ზოოპარკის დირექტორმა გააკეთა.
ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ცხოველის ლეში სკანერით შემოწმდა და დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ეს ის ვეფხვია, რომელიც იძებნებოდა.
"შეგვატყობინეს მოვედით, სკანერით იდენტიფიცირებულია და ეს არის "სალიმა," ყველა ცხოველი არის ნაპოვნი,"- აცხადებს ზოოპარკის დირექტორი.