20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს საკრებულოში განიხილავენ

დედაქალაქის საკრებულომ დღეს სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესი უნდა დაამტკიცოს. ამ საკითხის განხილვისთვის დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე იკრიბებიან, რომელიც ამ წუთებში იწყება. 

დოკუმენტში ბინით უზრუნველყოფის 2 პრინციპია გაწერილი. პირველ კატეგორიაში შედიან დაზარალებულები, რომლებიც საცხოვრებელს მიიღებენ სულადობის მიხედვით, მეორე კატეგორიაში კი შედიან დაზარალებულები, რომლებიც მიიღებენ თანხას ქონების საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.

იმ ოჯახებიდან, რომლებსაც ქონება სრულად გაუნადგურდათ პრიორიტეტი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებს მიენიჭებათ. დაზარალებულებს საოჯახო პაკეტიც გადაეცემათ, რომლის მინიმალური რაოდენობა 8 ათასი ლარი, მაქსიმალური კი 10 ათასი იქნება.

დოკუმენტს დღეს მხარს დაუჭერენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ წესში ბევრი ხარვეზია. ირაკლი აბესაძე განსაკურთებულ ყურადრებას ამახვილებს სტიქიის დროს დაზიანებული ავტომობილების საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ ზარალის ანაზღაურების წესში დაზიანებული ავტომობილების კომპენსაცია ვერ მოხვდა. 

13 ივნისის შემდეგ დახმარებას სტიქიით დაზარალებული 161 ოჯახი ელოდება.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები