ბათუმში დაჭრილი გოგონას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
17 წლის გოგონას ცივი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობის გამო სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
ექიმები თვლიან, რომ რთული ვითარების მიუხედავად პაციენტი გამოჯანმრთელებას შეძლებს.
"ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები დაძლევადი უნდა იყოს,"- აცხადებს მკურნალი ექიმი ზურაბ ჩიხლაძე.