შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე 239–ედ იზეიმეს. თეთრ სახლში კონცერტი გაიმართა, რომლის დროსაც ბარაკ და მიშელ ობამებმა ამერკელი სამხედროების ოჯახებს უმასპინძლეს.
ვაშინგტონში ტრადიციულად მოეწყო გრანდიოზული ფოიერვერკიც. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ფერადი აღლუმები და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები ქვეყნის ათობით ქალაქში გაიმართა.