20 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ღარიბაშვილის ვიზიტის გამო ბათუმში გემების ნაწილს ზღვაში გასვლა აუკრძალეს

ბათუმის იახტკლუბში სასეირნო გემების მეპატრონეები ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ. მათი განცხადებით, ბათუმში ხშირად იკეტება ზღვა და სასეირნო გემებს აკვატორიაში გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ეს იმ დროს ხდება, როდესაც ბათუმში ჩასულია ან ელოდებიან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. 

გემების მეპატრონეების განცხადებით, დღეს ბათუმში ვიზიტს პრემიერი გეგმავს და სანაპირო დაცვამ მათ დილიდან ზღვაში გასვლის საშუალება არ მისცა.

როგორც გემების მეპატრონეები აცხადებენ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ასეთი მიდგომით მათ ფინანსური პრობლემა ექმნებათ, გარდა ამისა ქალაქში ტურიზმის განვითარებასაც ხელი ეშლება. 

 

 

 

 
დღის ამბები