სომხეთის მოსახლეობის მორიგი ულტიმატუმი ხელისუფლებას-დემონსტრანტები იმუქრებიან, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბარიკადებს პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით ყოვედღიურად ერთი მეტრით გადაწევენ.
ამ დროისთვის მომიტინგეები პრეზიდენიტის ადმინისტრაციის შენობიდან 60 მეტრით არიან დაშორებული. მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას და აქციის დარბევაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯას მოითხოვს.
პოლიციამ უკვე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ბარიკადების გადაადგილების უფლებას არ მისცემს.