20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
საბერძნეთში რეფერენდუმის დასრულებამდე 5 საათი დარჩა

ბერძნების საბედისწერო რეფერენდუმის დასრულებამდე 5 საათი დარჩა. მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე მისვლას განაგრძობს. ბერძნებს დღეს საარჩევნო ურნასთან ერთ კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა-არიან თუ არა ისინი თანამხა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები გაიზიაროს.   

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბერძნეთი ეს სააღამოს 21:00 საათისთვის გახდება ცნობილი, სწორედ ამ დროს ვარაუდობენ რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადებას. 

საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ის ამბობს, რომ ბერძენი ხალხი საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს. 

"ბერძენი ხალხი დღეს ღირსების ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის და ამბობს, რომ თავად აკეთებს არჩევანს. ბევრს შეუძლია არ დაეთანხმოს ხელისუფლების სურვილს, მაგრამ არავის შეუძლია ხალხის სურვილისა და გადაწყვეტილების იგნორირება, რომ მან საკუთარი ბედი თავის ხელში აიღო,"- აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი. 

საკუთარი პოზიცია რეფერენდუმზე უკვე დააფიქსირა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელმაც საზოგადოებას გაუმხილა მისი არჩევანი.

„დღეს ჩვენ ბერძნები ჩვენი ქვეყნის ბედს ვწყვეტთ. ჩვენ ვამბობთ „კის“ საბერძნეთისთვის და ევროპისთვის“-  განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ანტონის სამარასიმ.

რეფერენდუმი საბერძნეთის დროით 19:00 საათზე დასრულდება და ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები