ამ წუთებში კუმისში 40-მდე საცხოვრებელი სახლი იწყვის, არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ცეცხლს 2 ვერტმფრენითა და 15 ერთეული სახანძრო მანქანით აქრობენ.
საცხოვრებელ სახლებთან ერთად ცეცხლმა ინფრასტრუქტურაც დააზიანა.
როგორც "კურიერის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება არიან დაშავებულები, მათ შორის არის ფეხმძიმე გოგო, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ სამაშველო სამსახურში.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მას შემდეგ გადაედო, რაც ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაგავს წვავდა და ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო.