"დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განვითარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება,"-განცხადებები ამის შესახებ საავიაციო ფორუმზე გაკეთდა, რომელიც თბილისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრა ეკონომიკის მინისტრმა გახსნა.
საქართველო საავიაციო ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია 500-ზე მეტი შეხვედრა.