20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველოს პატრიარქი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს მშობიარე ქალების საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს.

განცახდება ამის შესახებ ილია მეორემ ქადაგების დროს გააკეთა.

"დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს ხალხისთვის, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობიარე დედებს. ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა დედა მკვდარ შვილს შობს," - განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქმა საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ეს განსაცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია" - ამბობს ილია მეორე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები