ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
"ბათუმი ცენტრალის" ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
ახალი სადგურის ფუნქციონირება უკვე დაიწყო და დამსვენებლებს მატარებლით ბათუმში ჩასვლა პირდაპირ შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ აქამდე რკინიგზის ბოლო სადგური მახინჯაურში იყო.
"ბათუმი ცენტრალის" საერთო ფართი 15 ათასი კვადრატული მეტრია, აქედან სავაჭრო ფართის მოცულობა 6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.