20 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
მამაკაცს, რომელიც პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებდა სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

ოთარ სეფაშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მოსამართლემ დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

პროცესის შემდეგ ოთარ სეფაშვილმა ჟურნალისტებთან სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე თავად ისაუბრა. მან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში რამდენიმე პოლიციელთან ერთად ყვარლის პოლიციის უფროსი, გიორგი ფარეშიშვილიც დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა ამ ფაქტის გამო სეფაშვილი ფარეშიშვილის წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციას მიმართავს.

სასამართლო პროცესზე ყვარლის პოლიციამ სეფაშვილის მიერ ოპიუმის მოხმარების დამადასტურებელი დასკვნა ვერ წარადგინა, რადგან გაირკვა, რომ ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი სამ დღეში უნდა გახდეს ცნობილი. ადვოკატი კვლავ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს და მოსამართლის დადგენილების გასაჩივრებას დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების შემდეგ გეგმავს. ოთარ სეფაშვილი პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის ყვარელში გუშინ დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები