სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გასაცემად ქულების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც როგორც ხელისუფლება აცხადებს ბევრად უფრო სამართლიანი და ეფექტურია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქულების დათვლის ახალი სისტემა, რომელიც უკვე ამოქმედდა ბევრ ცვლილებას მოიტანს.
ხელისუფლების დაპირებისამებრ, მინიმალური სარეიტინგო ქულა ახლა 57 ათასის ნაცვლად 65 ათასია, შესაბამისად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა უნდა გაზრდილიყო, თუმცა ის კატეგორია, რომელიც ადრე დახმარებას იღებდა, ახალ სიაში ვერ ხვდება.
სამინისტროში აცხადებენ რომ ახალ სისტემაში ხარვეზების გამოსწორებისთვის დრო არის საჭირო.
ავტორი:თეკლა ჯორბენაძე