ტურისტული სეზონი საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად თუშეთშიც იწყება, თუმცა იქ არსებული პრობლემები ისევ რთულად მოსაგვარებელია. ყველაზე მთავრ პრობლემად კი გზა რჩება.
სამოგზაურო ატლასებში თუშეთის გზის 72 კილომეტრიანი მონაკვეთი მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორის არის დასახელებული. ამას ისიც ემატება, რომ კომპანიას, რომელიც ამ გზაზე მუშაობდა წელს დაფინანსება გაუნახევრეს.
მიუხედავად ასეთი პირობებისა თუშეთში ტურისტები მაინც ჩადიან, მათი უმეტესობა კი ექსტრემალური დასვენების მოყვარულია.
ავტორი:თენგო გოგოტიშვილი