20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია 10 წლიან დუმილს დაარღვევენ

ნაფიცი მსაჯულებს წინაშე ზურაბ ჟვანიას მეგობრები მოწმის სტატუსით წარდგებიან, მათ შორის იქნებიან ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გია ბარამიძე და გიორგი გაბაშვილი. იმის გამო, რომ ისინი პროცესზე მოწმეებად წარდგებიან, ამ თემაზე ინტერვიუს მიცემა არ სურთ.

"ამ პროცესზე საზოგადოება გაიგებს ბევრ ისეთ ფაქტს, რაზეც დღემდე ინფორმაცია არ ჰქონდა,"- განუცხადეს "რუსთავი 2-ს" ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების ადვოკატებმა.

მათი თქმით, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია 10 წლიან დუმილს სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე დაარღვევენ.

"ბრალდებულები მზად არიან ყველაფერი თქვან რა და როგორ იყო. ეს ჩვენი არჩევანი არ არის იძულებულები არიან ეს ადამიანები. ვისზეც არის პასუხისმგებლობა იმათმა უნდა აიღონ,"- აცხადებს ადვოკატი გელა ქენქაძე.

"ბატონი ზურაბის ღირსება ბოლომდე აიღეს. ამ თემებზე მათ არასდროს უსაუბრიათ. ეს ადამიანები ბატონი ზურაბის საიდუმლოს ინახავდნენ დღეს სამართლდებიან რაც დაუშვებელია,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

8 ივლისს ჩანიშნული სხდომა  მეორე სასამართო პროცესია, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო იმართება, პირველი პროცესი პროკურატურის დამარცხებით დასრულდა. ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროკურატურა ედავებოდა, რომ ყოფილი პრემიერის გვამის გაკვეთის დროს არ აღწერა დაზიანებები, თუმცა სასამართომ დაადგინა, რომ ეს ასე არ იყო. ჟვანიას დაცვის ადვოკატები ახლა ინტერესდებიან, სად არის დაპირებული ექსჰუმაცია და თუ პროკურატურა დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი მოკლეს, მაშინ რატომ არ ჩატარდა ხელახალი ექსპერტიზა, რომელსაც ხალხს თითქმის უკვე სამი წელია ჰპირდებიან.

დღეს ზურაბ ჟვანიას საქმის ძიება ისევ უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით მიმდინარეობს და გამოძიების მასალებშიც, რომელიც სასამართლოში წარადგინეს, მითითებულია, რომ პრემიერი გაზით გაიგუდა.

ავტორი: ნოდარ მელაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები