23 წლის სოფი ცისკარიძე ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია სამაშველო სამსახურში.
თუშეთში გაზრდილი პატარა ასაკიდან ჯირითობს. საბანკო საქმის სპეციალისტი 16 წლიდან სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, ფიქრობს, რომ მაშველის პროფესია ყველაზე კარგად მოირგო და სტერეოტიპი დაანგრია.
სოფი ამბობს, რომ ფაშატივით თავისუფალია. მონავარდე ცხენივით მოუსვენარი, მუდმივად ღია სივრცეს ეძებს. ფიქრობს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადალახავს.
აქტიურ სამაშველო საქმიანობას მოდელის კარიერას უთავსებს.
ავტორი:თაკო მესხი