20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
საბერძნეთი სადაც სიტყვა ევროპა დაიბადა პირველი ევროპული სახელმწიფოა რომელიც გაკოტრდა

სიტყვა კრიზისი პირველად ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობის გადმოსაცემად გამოიყენა. ახლა ამ სიტყვით მთელი მსოფლიო საბერძნეთის ვითარებას აღწერს.

30 ივნისს, მას შემდეგ რაც საბერძნეთმა ვერ გაისტუმრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მილიარდ 600 მილიონიანი ვალი, ქვეყანას შეუწყდა ყველანაირი დახმარება დანარჩენი ევროპიდან.

საბერძნეთი სადაც თავად სიტყვა ევროპა დაიბადა პირველი ევროპული სახელმწიფო გახდა რომელიც გაკოტრდა.

საბერძნეთის 300-მდე დასახლებული კუნძული ახლა ამ ქვეყნის მთავარი შემოსავალია. როგორც მატერიკზე ისე კუნძულებზე ვერ ნახავთ დასახლებულ პუნქტს სადაც ქართველი არ მუშაობს. არაოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში 150-დან 200 ათასი ქართველი მომსახურების სფეროშია დასაქმებული, აქედან ნახევარზე მეტი არალეგალია.

ავტორი: თეა ადეიშვილი

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები