ეგზიტპოლის პირველადი მონაცემებით საბერძნეთი შესაძლოა ევროზონიდან გამოვიდეს. საბერძნეთში რეფერენდუმი უკვე დასრულებულია.
დღეს საკუთარი არჩევანი საბერძნეთის მოსახლეობის 65%-მა დააფიქსირა. ეგზიტპოლის მონაცემებით რეფერენდუმზე მისული ადამიანების 51-53%-მა უარი თქვეს საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე და მხარი დაუჭირეს ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლას.
"რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი აგრძელებს ათენში მუშაობას და ოფიციალური მონაცემების გამოცხდებისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას.