საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი მეცხრე ბლოკი სხვა თბოელექტროსადგურების მსგავსად შესაძლოა გაითიშოს. ამჯერად მიზეზი ავარიის ნაცვლად გაძვრიებული ბუნებრივი აირია. საზოგადოება ახლა სემეკის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
სწორედ სემეკმა უნდა გადაწყვიტოს გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი. "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი და სფეროს სხვა სპეციალისტები ამბობენ, რომ ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბოელექტროსადგურები გაითიშება და საზოგადოების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
ავტორი:მიხეილ სესიაშვილი