20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის ტექნიკური პროცედურა იწყება

სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის ტექნიკური პროცედურა დღეიდან იწყება. პირველ ეტაპზე დახმარება სვანიძის ქუჩის 50-მდე ოჯახს გაეწევა. ამისთვის, მათ ვაკის გამგეობას შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ.

პარალელურად, დღეიდან მერიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული დაუზღვეველი ავტომობილების სპეციალური წესის შემუშავებაც იგეგმება.

13 ივნისის სტიქიამ სულ 170 ოჯახი დააზარალა. დაზიანდა 200-მდე ავტომობილი. ზარალის ანაზღაურების წესი საკრებულომ გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა. თუმცა, ოპოზიციას შენიშვნები მაინც აქვს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები