13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის აქ მიმოსვლა უკვე შეუზღუდავად ხორციელდება.
გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე 22 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაწმენდილია მდინარე ვერესთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები და ეზოები. აღდგენილია გარე განათება.