ინციდენტი გორში. გაზგასამართ სადგურზე სატვირთო მანქანას აირით დატუმბვის დროს ცეცხლი გაუჩნდა. აალება მანქანის ძრავში მოხდა, რამაც აფეთქების თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა. თუმცა, ხანძარი გვერდით მყოფ მსუბუქ მანქანასაც წაეკიდა. შედეგად ორივე მანქანა დაიწვა.
დაშავდა ორი ადამიანი - სატვირთო მანქანის მძღოლი და სადგურის ოპერატორი. მათ ხელები და სახე აქვთ დამწვარი. დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.