მომავლის ბანაკი ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკის ოფიციალური გახსნის ცერემონალს სპორტისა და განათლების მინისტრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ამჟამად ბანაკში სპორტული ოლიმპიადის 12-დან 18 წლამდე ასაკის 300-მდე მონაწილე იმყოფება. პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. მათ ასევე ექნებათ სპორტული აქტივობები.