02 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
სპორტის სასახლესთან შენობა ჩამოინგრა - გარდაცვლილია 3 ადამიანი

ცოტა ხნის წინ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში, სავარაუდოდ, 4 ადამიანი მოყვა. 

სამაშველო სამსახურმა ერთი დაშავებულის ნანგრევებიდან ამოყვნა მოახერხა და ის გადაყვანილია საავადმყოფოში. ასევე ნანგრევებიდან ამოყვანეს 3 გარდაცვლილი.

არსებული ინფორმაციით, აფაქიძის ქუჩის 11 ნომერში ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ამ ტერიტორიაზე შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრი" სასტუმროს აშენებას გეგმავს. 

ნგრევა მეოთხე სართულიდან დაიწყო. ერთერთი ვერსიით,  შემთხვევა გამოიწვია იმან, რომ არ იყო დაცული ნორმები დემონტაჟისას. თუმცა, ზუსტი მიზეზის დასადგენად საქმეს სპეციალისტები შეისწავლიან.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები