სომხეთში ვითარება იძაბება. აქციის მონაწილეებმა მთავრობას ახალი მთხოვნები წაუყენეს პარალელურად კი რამდენიმე წუთის წინ ბაგრამიანის მოედანზე ერევანში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა.
სამართალდამცავებმა მედნის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების მიერ აგებული ბარიკადების აღების პროცესი დაიწყეს.
ერევანში აქციის მონაწილეები ამ წუთებში ბაგრამიანის მოედანზე მცირე რაოდენობით იმყოფებიან. ისინი აკვირდებიან სამართალდამცავთა ქმედებებს.