ინგლისური მუსიკალური ბენდი Placebo მზად არის 13 ივნის სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს. განცხადებები ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა თბილისში გააკეთეს.
ჯგუფი Tbilisi Open Air-ზე 7 ივლისს იმღერებს და გეგმავს, რომ შემოსული თანხით თბილისში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს.