20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
„დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, - თბილისის ვიცე მერი შენობის ნგრევაზე

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევა ძალიან სწრაფად იქნება გამოძებული. ქუმსიშვილის თქმით, დამნაშავეები კიანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

აფაქიძის 13 ნომერში შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ყოფილი ფიზიკა-მატემატიკის შენობის დემონტაჟისას მეოთხე სართული ჩაინგრა. შემთხვევას 4 ადამინი ემსხვრპლა.მათგან ერთი საავადმყოფოში გარდიაცვალა. გარდაცვლილებს შორის, წინასწარი ინფორმაციით, მამა-შვილია. შვილი 17 წლისაა.

ტერიტორია ამ წუთებში შემოღობილია და მოქალაქეებს მიახლოება არ შეუძლიათ. სპეციალისტების თქმით, ნგრევის საშიშროება კვლავ არსებობს. აქ კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცეტრი" სასტუროს მშენებლობას გეგმავდა.

 
დღის ამბები