საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი" ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს პროკურატურასთან გარიგებაში ადანაშაულებს და ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.
საქმე ეხება სერგო თეთრაძის მკვლელობას, რომელში ბრალდებულიც ბაჩო ახალაიაა. ამ საქმის გარემოებებზე საექსპერტო დასკვნა სწორედ ალექსანდრე გეჯაძემ მოამზადა.
საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ სატლეფონო ჩანაწერში ექსპერტისა და ამ სააგენტოს ჟურნალისტის საუბარია, რომელიც გეჯაძეს გამომძიებლის სახელით გაეცნო.
თავად ექსპერტი "ედიტორს" ცილისწალებაში ადანაშაულებს და დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგს გეგმავს.