20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
მერია იმედოვნებს, რომ ჩამონგრეული შენობის შესახებ გამოძიება დროულად დადებს დასკვნას

თბილისის მერია,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის დემონტაჟის დროს მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპული ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში მშენებლობის ნებართვის შესახებაც არის საუბარი და ნათქვამია, რომ თბილისი მერიამ აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციის ნებართვა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა.

„კომპანია „კონსტრაქშენ გრუპის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

 
დღის ამბები