20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებმა არ იციან რა ვადებში აუნაზღაურდებათ ზარალი

სტიქიით დაზარალებულების განაცხადების მიღება რაიონულ გამგეობებში უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე დახმარება გაეწევა სვანიძის ქუჩის 50-მდე ოჯახს, მათ ვისაც ქონება სრულად გაუნადგურდათ.

დაზარალებულებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია რა ვადებში მოხდება მათთვის ზარალის ანაზღაურება. ვაკის რაიონში სადაც ყველაზე მეტი დაზარალებულია, ამ დროისთვის უკვე შევსებულია 100-მდე განაცხადი. დაზარალებულების ერთი ნაწილი ზარალის ანაზღაურებას სულადობის მიხედვით ითხოვს, მეორე კი ქონების მიხედვით, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დადგინდეს.

ზარალის ანაზღაურების წესი საკრებულომ გუშინ დაამტკიცა.

 
დღის ამბები