ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის წრადგენას გეგმავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.
მიხეილ მაჭავარიანის თქმით, თუ რომელიმე ვარიანტი საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოვა, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ პროექტს.
თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირკალი ჩიქოვანის განმარტებით, კანონს ახლავს ხელისუფლების მხრიდან გაუგებარი მოქმედებები.
„მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები. მთავრობამ და ხელისუფლებამ დაარღვია ის გადაწყვეტილებები, რომელიც თვითონ მიიღო,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მეჭიაური-ებანოიძის ინიციატივაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს-ამის შესახებ განცხადება ბიუროს დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.
„თუ იქნება რაიმე რეალური წინადადება და ადეკვატური ვარიანტი შემოთავაზებული რომელიმე მუხლთან დაკავშირებით, განვიხილავთ და მივიღებთ კიდეც,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.