სოფელ კუმისში ცეცხლის შედეგად დამწვარი 40-მდე სახლის მეპატრონე ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ადგილობრივები გამგეობას მოუწესრიგებელი გზების გამო საყვედურობენ და ამტკიცებენ, რომ ხანძრის ჩაქრობის გართულების მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ მეხანძრეებს გადაადგილება ცუდი გზების გამო უჭირდათ.
გამგებელი გზებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს არ იღებს და მომავალში კარგი გზის გაკეთების პირობას დებს. რაც შეეხება კომპენსაციებს - გამგებლის ინფორმაციით, კომპენსაციების თემა ინდივიდუალური მიდგომით გადაწყდება.
ზარალის დამთვლელმა კომისიამ სოფელ ახალ კუმისში მუშობა დღეს დაიწყო.
სოფელ ახალ კუმისში მუდმივად 80–მდე ოჯახი ცხოვრობს, ხანძრის ხელახალი განმეორების შიშის გამო სოფელში ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.
ავტორი: დავით კაკულია.