20 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ბავშვების გაგზავნა დასასვენებლად ოდესაში ამ დრომდე ვერ ხერხდება

13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ბავშვების ოდესაში დასვენების შეთავაზებაზე საქართველოს ხელისუფლება დუმს.

ოდესის გუბერნატორის წინადადებაზე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შემდგარი კომუნიკაციის მიუხედავად თბილისის მერია ამ დრომდე ფიქრობს როგორ უნდა მოხდეს დაზარალებული ბავშვების გამგზავრება.

მერიაში ამბობენ, რომ წერილი მიიღეს, მაგრამ ჯერ საკითხს სწავლობენ, რამდენიმე დღეში დამატებითი კითხვების გაგზავნას აპირებენ. შემდეგ პასუხს დაელოდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

მერიის მიერ პროცედურულ საკითხებზე საუბარს დროის ხელოვნურ გაჭიანურებად აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

უკრაინის მთავრობა პასუხს უკვე 20 დღეა ელოდება.

ავტორი: ეკა გაგუა.

 
დღის ამბები