20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
უმისამართოდ დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახი და რამდენიმე წელი ელექტროენერგიის გარეშე

სოციალურად დაუცველი ცინცაძეების ოჯახს მესამე წელია შუქი არ აქვთ. სამსულიან ოჯახს მახინჯაურში აბონენტად არ არეგისტრირებენ. საცხოვრებელი სახლის გაყოფის შემდეგ ისინი უმისამართოდ არიან დარჩენილები.

იმის გამო, რომ ოჯახი მახინჯაურში მწვანე კონცხის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობს, მათ შუქიც არავინ ჩაურთო.

ცინცაძეები ასევე ელოდებიან პასუხს, რატომ დარჩა სოციალურად დაუცველი ოჯახი სახელმწიფო დახმარების გარეშე.

დახმარების შეწყვეტის მიზეზად აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ოჯახების შეფასების ახალ კრიტერიუმებს ასახელებენ.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე. 

 

დღის ამბები