მრეწველთა ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანი წევრი გოგი თოფაძე გარემოს დაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. გამოძიებას საქმის აღძვრას კი ყოფილი მინისტრის ბოლო გადაწყვეტილების გამო სთხოვს.
ელგუჯა ხოკრიშვილის ბოლო ბრძანებით, ქვეყნის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანა გახდა შესაძლებელი, რაც გოგი თოფაძის თქმით, ევროკავშირის სტანდარტებს არღვევს.
ელგუჯა ხოკრიშვილი დეპუტატის ბრალდებებს უსაფუძვლოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ყოფილი მინისტრის განმარტებით, ბრძანებულების ხელმოწერა იმ კანონმდებლობამ განსაზღვრა, რომლისთვისაც ხმა თავად მრეწველებს აქვთ მიცემული.
გიგლა აგულაშვილი დღესაც დარწმუნებულია, რომ ბრძანებით კანონი არ დარღვეულა.
ნაციონალური მოძრაობა გამოძიებას არა გენმოდიფიცირებული პროდუქციის, არამედ შესაძლო კორუფციის ფაქტებზე ითხოვს.
ავტორები: ელისო ჯარიაშვილი.