20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ზარალის ანაზღაურების პროცესი-უკმაყოფილო და გაურკვევლობაში მყოფი დაზარალებულები

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები იმ პროცედურების შესახებ ითხოვენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მათ კომპენსაცია უნდა გადაეცეთ. ჯერ არც ის იციან, რა ფორმით და როდის მოხდება ზიანის ანაზღაურება.

დახმარების მიღებამდე კი მათი ქონება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ უნდა შეაფასოს.
100-მდე დაზარალებულმა ვაკის გამგეობაში განაცხადი დღეს შეიტანა.

სპეციალურ დოკუმენტში მათ ინფორმაციას მხოლოდ საცხოვრებელი ქონების შესახებ სთხოვენ. მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ საცხოვრებლის გარდა მათ სხვა ზარალიც მიადგათ.
კომპენსაციის გადაცემამდე დაგეგმილი პროცედურების შესახებ ინფორმაცია დაზარალებულების ნაწილს მერიის წარმომადგენლებმა დღის ბოლოს მიაწოდეს.

ვაკის გამგებელის ლაშა აბაშიძის განცხადებით, პრიორიტეტი ის 50-მდე ოჯახი იქნება, რომლებსაც ქონება სრულად გაუნადგურდათ, თუმცა ლაშა აბაშიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს რა დრო დასჭირდება ზიანის სრულად ანაზღაურებას.

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები