ქალაქ რუსთავში საოპერო თეატრი „რეგიონ–ოპერა“ფუძნდება. დასი 7 ივლისს 19:00 საათზე ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სცენაზე წარმოადგენს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პრემიერას.
ბილეთებიდან და დამსწრე საზოგადოებიდან შემოწირული თანხა გადაირიცხება თბილისში 13 ივნისს სტიქიისაგან დაზარალებულთა ფონდში.
მცირე საოპერო თაეტრი "რეგიონ ოპერა" 2 წლის წინ შეიქმნა, თებერვალში მათი დებიუტი თბილისში შედგა.
პირველ რეგიონულ პრემიერას კი ხვალ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში წარმოადგენენ.
ავტორები: მაია ლომიძე.