20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ტერაქტი ნიგერიაში - დაღუპულია 51 ადამიანი

ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას "ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს.

პირველი აფეთქება ხალხით სავსე მეჩეთში მოხდა, მეორე - ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანში.

თვითმხილველთა განცხადებით, "ბოევიკებმა" ცეცხლი მეჩეთის მიმართულებით სამი მხრიდან გახსნეს, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა".

პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლის საბოლოო რაოდენობა ჯერ უცნობია, რადგან აფეთქების ადგილზე სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. 

დღის ამბები