ტრეფიკინგში ბრალდებულები, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან - ევროკავშირის მოთხოვნით პროექტის განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იწყებს.
გარდა ამისა, ეკა ბესელიას კომიტეტი დღესვე იმსჯელებს კანონში ცვლილებაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსს ეხება. დგინდება წესი, რომელიც ამ საკითხს კონკრეტულად განსაზღვრავს.